Quantcast
Channel: ლექსი - LEQSEBI | ლექსები | პოეზია | სიყვარული
Viewing all 20 articles
Browse latest View live

შენ...

$
0
0
იცი, დილით რომ ვიღვიძებ,
შენი სახე მელანდება,
ღამე როცა ძილს ვაპირებ,
სახელი გონს არ მშორდება...
ისევ ვტირი, ისევ ვდარდობ,
მაგრამ დღე კი კვლავ თენდება...
ვერ ვივიწყებ მე შენს თვალებს,
ფირუზის ფერს რომ ედრება...
მინდა ვიყოთ, მუდამ ერთად,
თანაც გული აღარ კრთება,
ვეღარ მალავს თავის გრძნობებს,
ენატრება შენი ვნება...
საფლავშიკ კი გამოგყვება,
ოღონდ იყოს შენთან ერთად,
ვერ ივიწყებს ის შენ სხეულს,
ადამის ტანს რომ ედრება...
სიბნელეში შიში მიპყრობს,
მარტო ყოფნას ვერ ვეგუე,
სისხლიც უკვე მითეთრდება
თმა კი თავზე აღარ მრჩება...
იცი, დილით რომ ვიღვიძებ,
შენი სახე მელანდება,
სახელი გონს არ მშორდება,
წლებიც უფრო მემატება...

ყველა მთავრობას უთხარი fuck

$
0
0
დამსხვრეულია ძველი ეპოქა
დრო დგება ბნელში სინათლის გავლის
აკრძალულია ხალხზე მეფობა
და ვეუბნები ჩემ თავს გეყოფა
ნუ გეშინია ქუჩაში გავლის

მაგრამ იმედი ტყუილად მქონდა
არც ეს მთავრობა აღმოჩნდა მხსნელი
შავი ფიქრები ისევ დაგროვდა
და მეც ყოველ წუთს დაჭერას ველი

სევდიანი ლექსი - ჩემი ცხოვრება

$
0
0
სევდიანი ლექსი

ჩემი ცხოვრება და სილამაზე
ვცადე ვერაფრით გავილამაზე
და ნებითა თუ ძალით,ძალაზე
ყველა კარი და გულიც ჩავრაზე...
გავა წლები და გზად და შარაზე
იტყვიან სევდით აბეზარაზე,
რომ ის უბედურ ბედისწერაზე
რად მოევლინა ამ ქვეყანაზე....

leqsi megobrobaze

$
0
0
შენთვის მეგობრობა წმინდა მირონია...
ჩემთვის ის გამხდარა ბედის ირონია...

ბედმა კამათელი ისე გააგორა,
მწვერვალზე ასული უკან დამაგორა...

ჩემის სიყვარული ურცხვად დაამარცხა,
გული მირთმეული მიწას დაანარცხა...

ფეხქვეშ გამითელა გრძნობა ნაფერები,
შავით შემიცვალა ნათელი ფერები...

არც კი მომისმინა, არც კი გამიგონა...
მისი ვიყავი და მაინც დამიმონა...

თითი დამიქნია, ფიქრი ამიკრძალა,
სიკვდილი მანატრა, ისიც არ მაცალა...

ჩვენი მეგობრობა არც კი გაიხსენა,
ეშმაკს შემყარა და ჩემგან დაისვენა...

უცებ მომეძალა ტრფობის აგონია,
ასე თუ უყვარხარ ვინმეს, არ მგონია...


იქნებ ახლა მიხვდე, რაც შენთვის მირონია,
ჩემთვის რატომ იქცა ბედის ირონიად...

ჩემი მუზა

$
0
0
ჩ ე მ ი მ უ ზ ა
ჩემთვის კალამი შენი ხელია,
ხოლო მელანი შენი თვალები.
ჩემთვის ფურცელი შენი სახეა
და ჩემი მუზა შენი სახელი.

ჩემთვის ლექსები შენი თმებია
რა ლამაზია შენი წარბები?
ჩემი ხალისი შენი ეშხია,
ჩემი სევდა კი შენი ცრემლები.

ჩემი ოცნება შენი-ტუჩია,
ჩემი გონება შენი-სხეული.
ჩემი სიტყვები შენი-გულია
და ამიტომ ვარ ალბათ გრძნეული.

ლექსში გადმოცემულია ჩემი განცდები და ემოციები..........კერძოდ როგორ და რისი მეშვეობით ვწერ ლექსებს

***

$
0
0
ესაც შენი სიყვარული და უაზრო აზრები,
რატომ ჩნდება რატომ ქრება, სიყვარულის ალერსი.
მორჩა შენზე აზრები სულ ტყუილად ვბრაზდები,
ვიტომც არაფერი მიტქვამს, სულაც არ მენატრები.
მე ხომ ერტხელ შეგიყვარე გაზიარე აზრები,
შენტან ერტხელ შეხვედრაზე, დროს მოვაკლე წამები.
იმედია ამ სიტყვებზე დიდხანს გამიბრაზდები
და უბრალოდ ამ ლექსებით, წამით შეგიყვარდები.

მე გავიმარჯვე

$
0
0
შავად მიღიმი, თეთრად მიცქერ, წითლად მატყუებ,
მოწამლული ვარ, სიყვარულით და სიამაყით.
მოდი დავარქვათ სახელები, ნუღარ ვართულებთ,
სხვა თოჯინებსაც, ჩვენებური ფიქრის კარნახით.

დავაგემოვნოთ სიცრუე და არამზადობა,
შემდეგ ტაძარში ჩვენს ცოდვებზე გადავირიოთ,
გადავიხადოთ უმადურად ტკბილი მადლობა
და ერთმანეთი სიხარულით გავაკრიტიკოთ.

მოდი დავხოცოთ ერთმანეთი სანამ დრო არის
თორემ სიცოცხლე სიყვარულით ვინ ააშენა?!
შეიშალაო ჩემზე უთქვამთ ყური მოვკარი
მორჩა აღარ მსურს სიგიჟე და გიჟად დარჩენა

აფიორაა ყველაფერი ამ ლექსის ჩათვლით,
რა ვქნა, ასეა მოწყობილი მთელი სიცოცხლე,
მე გავიმარჯვე, არც თუ ისე მარტივი გათვლით,
მე, ჩემი თავი, დიდი ხნის წინ ჩამოვიშორე.

მზეც, რომ დაბნელდეს...

$
0
0
მზეც, რომ დაბნელდეს და ამა ქვეყნად
ამოსვლა მისი, რომ ვერ ვიხილოთ,
თუნდ ტალღემაც კი, რომ უარი თქვან,
და უკვდავება გაჰყიდონ ვითომ..

მიშო დადიანი

$
0
0
***
რაც ხელებმა ვერ წაიღეს -
თვალებმა ზიდეს.
ახლა ქარია,
მაფშალია
მიარწევს
სიზმრებს.

სიყვარულის სეზონები

$
0
0
იანვარში ალბათ უფრო აცივდება,
თოვლიც მოვა, მერე ქარი გაჰყრის ღრუბლებს.
შენი გრძნობა ვიცი უგრო გაცივდება,
მონატრებას ჩემი გული ვერ გაუძლებს.

ამტკივდება მე სხეულზე მეტად გული,
და ფიქრებით შენ არსებას შევეხები.
არ გჭირდები როგორც წრფელი სიყვარული,
ახლოს დგახარ მაგრამ მაინც ვერ გეხები.

თებერვალში სუფსარქისი დაიწყება,
იბობოქრებს როგორც ჩემი ფანტაზია.
შენზე ფიქრში უძილობა დაიწყება,
მაგრამ ფიქრში ყველაფერი ლამაზია.

მერე მოვა გაზაფხული მწვანე ფერით,
მარტიც ალბათ როგორც ადრე გაგიჟდება.
მე კი ვიცი გრძნობით ავალ უფრო ზევით.
შენ ვერ ხვდები უშენობა რად მიჟდება.

გადაივლის აპრილიც და მაისის თვეც,
უშენობა წლებს მომაკლებს სიცოცხლისას.
სიყვარულმა ეს იცისო ბრძენებმა თქვეს.
და ის დამწვავას მე როგრც მზე ზაფხულისა.

შემოდგომაც მოვა თავის ფოთოლცვენით,
ააჭრელებს არემარეს ხავერდოვნად.
ლექსებს დავწერ უიმედო ცრემლისდენით,
და მუზების მე შენ გაქცევ კვლავ დედოფლად.

შემოდგომას კვლავ ზამთარი გადაფარავს,
თავის ფიფქებს გადმოაფრქვევს ღრუბლებიდან.
სულის ტირილს და ტკივილებს რა დაფარავს,
შენ ვერასდროს ვერ გაქრები ფიქრებიდან.

გადაივლის უიმედოდ ერთი წელი,
ერთ წელს წლები უშენობით თან გაჰყვება.
მე დავუცდი ამ უფერულ განვლილ წლებში,
შენს გრძნობაში ჩემი არსის აყვავებას.

ზღვის ტკივილი

$
0
0
ოდითგანვე ეტფრის კლდემამოსილ
დედამიწის გულის სიღრმეს,
რომლის ფესვად გადმოღერილ
კლდე-კონცხებში ჰპოვებს სიტკბეს

ცივი ფიქრები

$
0
0
ჩამოუქროლა ფიქრმა დროებას,
და უცაბედად ცივი აზრებით,
ყინულის საფრად იქცა გონება.

იმერული ნანინა

$
0
0
ვუძღვნი საბატონო ყმების ახალშობილ შვილებს


გაპუტულო გლეხის შვილო, შენ პაწაწინაო! აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო?

დედის მკერდში მიგიგნია შენ ტკბილი ბინაო...

დაიძინე ვარდო-ნანა, იავ-ნანინაო!...


აი რატომ დავიწყე ლექსების წერა

$
0
0
რატომ დავიწყე ლექსების წერა?
გულში სიყვარულმა გაიღვიძა
და დავიწყე ღელვა
სად წამეღო ამდენი სიტყვები
მე კი გადმოგეცით ჩემი ფიქრები
ზოგი აბობს ის მიყვარს იმან დამაწყებია
მე კი ჩემა პირველმა სიყვარულმა ამახსნევია
რომ ცხოვრება რთულია და
უმისოდ ვერაფერ გავხდები
ცხოვრებისგან დავიჩაგრები
არმინდა ფიქრები თუ
როგორ ვიქნები
მთავარია შენ როგორ იქნები
იმიტომ რომ შენ ხარ ჩემი ცხოვრების არსი
და ჩემი გულის ფეთქვის დარდი

შემოდგომა

$
0
0
სექტემბერი -თავს ვიწონებ რუჯით,
ჯერ ზაფხულთან განშორება მიჭირს.
ოქტომბერი -დაუბერა ქარმა,
არემარე უკვე ფერებს იცვლის.
ნოემბერი - ისევ მოდის წვიმა.
ფანჯარასთან ატუზულა ჩიტი.
ხის ტოტებზე შემორჩენილ ფოთლებს,
ისევ ისე უხალსოდ ვითვლი.

საიდუმლო სირობა

$
0
0
საიდუმლო სირობა ვითომდა შენი გმირობა,
გამარჯვებაზე დაობა უკვე შეცვალე თაობა,
გამარჯვემასზე დაობა უკვე შეცვალე მთავრობა,
ძალა აღმოჩდა ზედმეთი მალე მამაოც კი იქნება მენტი,
რა ვქნა რომ არ მესმის მეტი მაგრამ ამაზეც მყოფნის პირადი კენტი,
მომეცით ერთი ცენტი რომ შევსვა სადღეგძელო მეტი,
ცხოვრება არის ერთი მისი პატრონი ღმერთი.

ლექსი არ არის დაწერილი იმ ადამიანებზე ვისაც ვითომ სწამს ღმერთი არადა არ აინტერესებს.

იწამე ღმერთი

$
0
0
ცხოვრება ქვეყნად ძნელი ხვედრია,
მაგრამ ვალია ყველა კაცისა,
ღმერთის დაწერილს ვერ გაქცევია
ვერვინ ამ ქვეყნად და არც მგონია.

იცხოვრებ, შენთვის მოიგებ რამეს
რომ ამ ცხოვრებას გაუგო ნელა,
აუწყო ბანი, მხარი მხარს მისცე
შენს მენახევრეს და თანამგზავრსა.

ვინცა ცხოვრების დიდი გზა განვლო,
სხვისი ჭირი და ლხინი გაიყო,
და ეზიარა ღმერთის დაწერილს
იგი ამ ქვეყნად არ დაივიწყო.

ცხოვრების აზრი კაცმა რომ გაიგოს
სიცოცხლის დიდი გზა უნდა განვლოს
კიდეც იწამოს და კიდეც ილხინოს
რომ ამ ცხოვრების სიტკბო იხილოს.

მაგრამ ამ ცდაში გავიდა წლები
და შენი ბავშვობა სიბერედ იქცა,
მაგრამ ღმერთია ყველაფრის მოწმე,
იწამე ღმერთი, ის ხომ ერთია !

ოცნება

$
0
0
რა მწუხარია ირგვლივ ტყეების მწკრივი
ტირიფებს ნაზად დაუხრიათ ტოტები დაბლა
მე გზებს ვადგავარ და სულით ვყვირი
მე გზებს ვადგავარ და მათოვს ახლა

ჩემი ოცნება სულ გათოშილა სიცივის წრეში
და ფიქრი ათოვს არემარეს რათა გამხილდეს
ჩემი ოცნება დახეტიალობს გაყინულ ტყეში
ფრთებს ეძებს რადგან უსასრულოდ ცისკენ გაფრინდეს

და სტირის სტირის ჩემი ოცნება მგლოვარე
სტირის ის რადგან ვეღარასდროს შეძლებს გაფრენას
ჩემი ოცნება ოცნებებმაც კი მიატოვეს
ჩემი ოცნება სამუდამოდ ოცნებად მრჩება

ანგელოზებიც იძინებს ღამით

$
0
0
ანგელოზებიც იძინებს ღამით
ანგელოზებიც რეკავენ ზარებს
თუ გაწყენინე რაიმე საქმით
ნუღარ გამიღებ შენ გულის კარებს....
წავიღე შენი ცრემლები თვალის
და გადავმალე ვარსკვლავებს შორის
სურნელი შენი, ვიგრძენი ქალის
ჩემამდე გრძნობა არაფრით მოდის.
ტკივილი სულის ვიგრძენი ისევ
ანგელოზებიც იგრძნობენ მალე
ღამით თითქოს და ცხოვრებას მივსდევ
მაინც ავიღებ და ჭიქას დავლევ......
ქარი დაბერავს და ფიქრებს დაცლის
წვიმის წვეთები ვერ წაშლის ფრაზებს
სიცოცხლე თავის კანონებს არ ცვლის
ყველა ამ ქვეყნად დახუჭავს თვალებს....................

ავტორი:ბაჩო მშვიდობაძე

სისხლის წვეთებად ქცეული გრძნობა

$
0
0
კალმის წვერს სისხლად ჩამოწოლილსა,
ნაკაწრ სიტყვებთან ვნება ჰქონია...
სისხლის გუბეში გრძნობებს დაცლილსა
ამოისუნთქა, შვება ჰგონია...
Viewing all 20 articles
Browse latest View live